fbpx
ემიგრაციული სიახლეები

საკონსულოებში მოქალაქეთა რიგის პრობლემის აღმოფხვრის საშუალებად ელჩი წინასწარ რეგისტრაციას მიიჩნევს

საბერძნეთის და სერბეთის რესპუბლიკებში საქართველოს საგანგებო და სრუფლებიანი ელჩი, ბ-ნი იოსებ ნანობაშვილი, აღნიშნულ რესპუბლიკებში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს სპეციალური კვარტალური წერილით მიმართავს, სადაც განვლილ პერიოდს აჯამებს და საკონსულოებში არსებულ პრობლემურ საკითხებსაც ეხება.

ელჩს მიაჩნია, რომ მისი ინიციატივით აღნიშნული პრობლემური საკითხის მოგვარება შესაძლებელია. იოსებ ნანობაშვილის აზრით, მოქალქეებმა, რიგის დასაკავებლად, რეგისტრაცია საკონსულოში მისვლამდე უნდა გაიარონ და შემდგომ მიმართონ საკონსულო სამსახურს: “პრობლემურად რჩება ფაქტი, რომ ჩვენი თანამემამულეების უმრავლესობა, საკონსულო მიღებაზე ჩასაწერად, საკონსულოს ინტერნეტ-გვერდზე (http://www.geoconsul.gov.ge/ka) დარეგისტირების მოთხოვნას არ ასრულებს. ეს ფაქტი, იწვევს საკონსულო მიღებაზე “ცოცხალი რიგის“ წარმოქმნას, რომელშიც მოქალაქეები საკონსულო სამსახურის გახსნამდე იკავებენ ადგილს.

მოგიწოდებთ, საკონსულო მიღებაზე ჩასაწერად, ისარგებლოთ მითითებულ ინტერნეტ-გვერდზე დარეგისტირების შესაძლებლობით, რათა ერთი მხრივ, არ მოგიწიოთ რიგში განსაზღვრულზე დიდხანს დგომა, ხოლო მეორე მხრივ, არ შეუქმნათ საკონსულოს თანამშრომლებს ამ რიგის რეგულირების პრობლემა.” – აღნიშნავს ელჩი მიმართვაში და მიიჩნევს, რომ : “საელჩოს საკონსულო სამსახური აგრძელებდა საქართველოს მოქალაქეებისათვის მაღალკვალიფიციური საკონსულო მომსახურების გაწევას, ასევე საქართველოს მოქალაქეებთან დაკავშირებულ ფაქტებზე ოპერატიულ რეაგირებას.”

შეგახსენებთ რომ საბერძნეთისა და სერბეთის რესპუბლიკებში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, ბ-ნი იოსებ ნანობაშვილი აღნიშნულ თანამდებობაზე 2015 წლის მაისიდან მუშაობს და ამ ქვეყნებში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს საელჩოს მიერ შესრულებული სამუშაოს კვარტალურ ანგარიშს სისტემატიურად საჯაროდ აბარებს.

მასალა მომზადებულია საბერძნეთისა და სერბეთის რესპუბლიკებში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის იოსებ ნანობაშვილის მიმართვიდან.

onalem

ტესტ