fbpx
საზოგადოებასტილი

საკის რუვასისა და კატია ზიგულის ქორწილის თარიღი და მეჯვარეების ვინაობა ცნობილია!

ჩვენ უკვე გავავრცელეთ ინფორმაცია, რომ ბერძნული შოუბიზნესის საუკეთესო მამაკაცი, საკის რუვასი თავის რჩეულზე მალე დაქორწინდებოდა. მათი 14 წლიანი ურთიერთობა აქვთ და 4 შვილი ჰყავთ.

უკანასკნელი ინფორმაციის მიხედვით, წყვილი უკვე საქორწილო სამზადისშია, რადგან ქორწილი სულ მალე, თითქმის 1 თვეში გაიმართება.

ასევე ცნობილი გახდა, რომ ქორწილი ვარდინოიანისების ვილაზე იქნება და მეჯვარეებიც სწორედ ამ ოლიგარქიული ოჯახიდან არიან. როგორც ჩანს, ისინი გრძელვადიან ურთიერთობებს ამჯობინებენ და ეს გასაკვირი არც არის, ვინაიდან მარიანა ვარდინოიანისმა მათი უმცროსი ქალიშვილი, არიადნე მონათლა.

ქორწილი 3 ივლისს არის დაგეგმილი!

ოჯახმა შექმნა სპეციალური იმეილი sakiskatia@miazoimazi.gr, რომელზეც სტუმრებს სთავაზობს ქორწილთან დაკავშირებულ ყველა კითხვაზე პასუხს.

onalem

ტესტ