fbpx
ემიგრაციული სიახლეები

საელჩო ახალ ინფორმაციას ავრცელებს ქ-ნი ნატო ჭანტურიას შესახებ

ქ. ათენში საქართველოს საელჩო

ი ნ ფ ო რ მ ა ც ი ა

ქ-ნი ნატო ჭანტურიას ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ

ქალბატონი ნატო ჭანტურია, რომელმაც ა.წ. 16 აპრილს, ხანშიშესული ბერძენი ცოლ-ქმრის ხანძრისგან გადარჩენისას, სხეულის მძიმე დამწვრობა მიიღო, საჭიროებს სისხლის გადასხმას.

ქალბატონი ნატო ჭანტურიის დახმარების მსურველებს შეუძლიათ მიმართონ საბერძნეთის სახელმწიფო საავადმყოფო „გენიმატას“ სისხლის ჩაბარების  ცენტრს, რომელიც მდებარეობს მესოგიონის გამზირის N 154-ში. სამუშაო დღეებში ცენტრი მუშაობს 8.30 სთ-დან 18.00 სთ-მდე, ხოლო დასვენების დღეებში 8.30 სთ-დან 14.00 სთ-მდე.

დონორი შეიძლება გახდეს ნებისმიერი 18-დან 60 წლამდე პირი, რომელსაც არ აქვს ჯანმრთელობის პრობლემა. ამ პირს, სისხლის გაცემამდე მინიმუმ 24 საათით ადრე, არ უნდა ჰქონდეს მიღებული ალკოჰოლი ან რაიმე სამედიცინო პრეპარატი.

სისხლის ჩაბარების დროს აუცილებელია მიუთითოთ, რომ სისხლი ბარდება ქალბატონი ნატო ჭანტურიძისათვის.