fbpx
საზოგადოება

საბოლოოდ პლასტმასის ჩხირები ათენის ბაზრიდან გადის!

ისტორია აჩვენებს, რომ სავაჭრო ბაზარი ნელნელა, თუმცა, მარტივად ითვისებს ახალ ტენდენციებს. ამ შემთხვევაში გაყიდვიდან იღებენ პლასტმასის ჩხირებს, რომლებითაც აქამდე სხვადასხვა სასმელს მიირთმევდით და კაფეებში, ტრადიციულად, უფასოდ გაძლევდნენ.

ათენში მათ ვეღარ ნახავთ!

პლასტმასის ჩხირებს ქაღალდის ჩხირები ჩაანაცვლებს, რომლებიც გადამუშავებადია და გარემოს არ აბინძურებს.

ცხადია, ისინი იქნება საკმარისად გამძლე ყველანაირი სასმლისთვის, ცხელი იქნება ეს თუ ცივი.

პლასტმასის პროდუქციის გამოყენების შემცირების გადაწყვეტილება ევროკომისიამ რამდენიმე დღის წინ მიიღო და ეს შეეხება უამრავ სხვა ნივთსაც, როგორებიცაა თეფშები, ბოთლები და ა.შ.

 

onalem

ტესტ