საბერძნეთში საქართველოს საელჩოს განცხადება ქართველი ემიგრანტებისთვის

ა.წ. 6 მარტს საქართველოს ელჩმა იოსებ ნანობაშვილმა მორიგი შეხვედრა გამართა საბერძნეთის რესპუბლიკის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტისა და საქართველოსთან მეგობრობის საპარლამენტო ჯგუფის ერთობლივ დელეგაციასთან.

შეხვედრაზე განხილულ იქნა საქართველო-საბერძნეთის ორმხრივი ურთიერთობების თემები, საპარლამენტთაშორისო ურთიერთობების გაღრმავების გზები, მათ შორის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტებს შორის სტრატეგიული დიალოგის ფორმატის შექმნა და მეგობრობის საპარლამენტო ჯგუფების შემდეგი შეხვედრის მოდალობები, ორ ქვეყანას შორის ცირკულარული მიგრაციის პერსპექტივები და ქართულ დიასპორასთან დაკავშირებული სხვა თემები, ასევე საბერძნეთის წარმომადგენლობა ევროპარლამენტის მომავალ შემადგენლობაში, საქართველოს პარლამენტარიზმის 100 წლისთავის აღნიშვნა და სხვა.

ხაზი გაესვა საქართველოს საელჩოსა და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტისა და საქართველოსთან მეგობრობის საპარლამენტო ჯგუფის გაერთიანებული დელეგაციის ყოველკვარტალური შეხვედრების პროდუქტიულ და სასარგებლო ხასიათს.

melano

ტესტ