fbpx
ემიგრაციული სიახლეები

საბერძნეთში ჯანმრთელობაზე სწორად ზრუნვის ახალი საშუალება გამოჩნდა!

ჯანმრთელობაზე ზრუნვა ყველა ადამიანისთვის მნიშვნელოვანია, თუმცა ხშირად ეს დიდ თანხებთან და დროსთან არის დაკავშირებული. სამშობლოსგან შორს კი დროც და დახარჯული თანხაც გაცილებით უფრო ძვირად ფასობს. სწორედ ამიტომ, საბერძნეთში ჯანმრთელობაზე ზრუნვის ახალი საშუალება, „ონლაინ კლინიკაგამოჩნდა.

რა არისონლაინ კლინიკა“?

ეს არის ხელმისაწვდომი, სანდო და მარტივი სერვისი, რომლის საშუალებითაც მომხმარებელი მუდმივ რეჟიმში ეკონტაქტება კლავიფიციურ ექიმებს და იღებს მათგან კონსულტაციას ჯანმრთელობის პრობლემებთან დაკავშირებით.

როგორიაონლაინ კლინიკისმუშაობის პრინციპი?

ექიმსა და პაციენტს შორის კომუნიკაცია ხდება ონლაინ, ვიდეო ზარის მეშვეობით. „ონლაინ კლინიკახელმისაწვდომია მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან, კვირაში 7 დღე, 24 საათის განმავლობაში.

როგორ უნდა ვისარგებლოთ სერვისით?

ონლაინ კლინიკის სერვისით სარგებლობის მსურველი უნდა დარეგისტრირდეს ვებ გვერდზე http://onlineclinic.ge/

შემდეგ კი მიაკითხოსინტელექსპრესისნებისმიერ ფილიალს საბერძნეთში და გადაიხადოს სერვისით სარგებლობის საფასური, რაც თვეში 10 ევროს შეადგენს. აღნიშნული თანხის სანაცვლოდ თვის განმავლობაში იღებთ შეუზღუდავი რაოდენობის კონსულტაციას.

რატომ უნდა ვისარგებლო სერვისით?

ონლაინ კლინიკისსერვისით სარგებლობა განსაკუთრებით ხელსაყრელია ადამიანებისთვის, რომლებიც ვერ ახერხებენ სახლიდან გასვლას ექიმთან პირისპირ კონსულტაციისთვის. კლინიკაში დასაქმებულია სხვადასხვა დარგის სპეციალისტები და კონსულტაციის მიღება  თითქმის ყველა მიმართულებითაა შესაძლებელი.

დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ ეწვიოთ ვებ გვერდს: http://onlineclinic.ge/ ან დაგვიკავშირდეთ შემდეგ ნომერზე: +995 322 88 00 81