fbpx
ემიგრაციული სიახლეები

საბერძნეთსა და საქართველოს შორის სპორტის სფეროში თანამშრომლობა გაღრმავდება

19 ივნისს საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანა ელჩმა საბერძნეთსა და სერბეთის რესპუბლიკებში იოსებ ნანობაშვილმა შეხვედრა გამართა  საბერძნეთის რესპუბლიკის სპორტის მინისტრთან გეორგიოს ვასილიადისთან.

შეხვედრაზე აღინიშნა, ბოლო პერიოდში, საბერძნეთსა და საქართველოს შორის ორმხრივი ურთიერთობების გააქტიურების მზარდი დინამიკა და გამოითქვა მზადყოფნა სპორტის სფეროში გადაიდგას ნაბიჯები ორმხრივი თანამშრომლობის გასაღრმავებლად. კერძოდ, ვასილიადისმა გამოხატა სპორტის სფეროში განახლებული შეთანხმების გაფორმების სურვილი და გამოთქვა იმედი, რომ 2018 წელს თბილისში დაგეგმილ EPAS მინისტერიალამდე მოესწრება აღნიშნული შეთანხმების გაფორმება.

სპორტის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების კუთხით ხაზი გაესვა საბერძნეთში მოღვაწე ქართველი სპორტსმენების როლის, მათი გამოცდილებისა და ცოდნის ეფექტიანად გამოყენების მნიშვნელობას.

იოსებ ნანობაშვილმა ბერძნულ მხარეს მადლობა გადაუხადა 2018 წელს ევროპის საბჭოს გაფართოებული წილობრივი შეთანხმების (EPAS)მინისტერიალის საქართველოში ჩატარების მხარდაჭერისთვის.

onalem

ტესტ