fbpx
კრიმინალი

საბერძნეთის პოლიციამ ჯიბის ქურდები დააკავა – ყველა მათგანი უცხოელია

ათენის ერთ-ერთ მეტროსადგურში პოლიციამ უცხოელების დაჯგუფება აიყვანა. ისინი სადგურებში მგზავრებს ძარცვავდნენ და ამ დრომდე შეუმჩნევლები რჩებოდნენ. თითოეული მათგანი ომონიის პოლიციის განყოფილებაშია გადაყვანილი.

უფრო კონკრეტულად, ალჟირის ორი და სირიის ერთი მოქალაქე პოლიციამ ლარისის სადგურში, ფაქტზე დააკავა. ჯიბის ქურდები ხელსაყრელ შემთხვევას არჩევდნენ და რამდენიმე ხრიკის საშუალებით მგზავრებს შეუმჩნევლად აცლიდნენ საფულეებსა თუ ტელეფონებს.

დადგინდა, რომ მათ მინიმუმ 14 ქურდობა აქვთ ჩადენილი. ასევე ცნობილია, რომ მათგან ორი ადრეც იყო დაკავებული, იგივე ბრალდებით.

მათ შესაბამისი მუხლით გაასამართლებენ.

onalem

ტესტ