fbpx
საზოგადოება

საბერძნეთის კუნძულზე 15 წლის ტურისტი ტრაგიკულად გარდაიცვალა

კუნძულ პაქსოსის მოსახლოება შეძრა გუშინ შუადღეს მომხდარმა ტრაგედიამ. 15 წლის ბიჭი ზღვაში უბედურ შემთხვევას ემსხვერპლა. კუნძულის მერი, სპიროს ვლახოპულოსი, ადგილობრივ მედიასთან განცხადებებს აკეთებს.

კერძოდ, 15 წლის ბიჭი ნაქირავები მოტორიანი ნავის პროპელერს ემსხვერპლა, რომელზეც თავის ოჯახთან ერთად იმყოფებოდა. დიდი სიჩქარის გამო, ბავშვი ზღვაში გადავარდა და პროპელერმა ჩაითრია. შედეგად კი მას სასიკვდილო დაზიანებები აღმოაჩნდა.

“ბიჭი დაუყოვნებლივ ჯანმრთელობის ცენტრში გადაიყვანეს, თუმცა, ექიმებმა ვერაფრის გაკეთება ვერ შეძლეს, რადგან ის უკვე ცოცხალი აღარ იყო. მოზარდი, როგორც ექიმებმა განაცხადეს, მყისიერად დაიღუპა. ნავი ბავშვის მამის მიერ იყო ნაქირავები, რომელსაც მისი მართვის მოწმობა ჰქონდა.

მამა 54 წლის მამაკაცია, ბორტზე იმყოფებოდა კიდევ ორი არასრულწლოვანი, 17 და 15 წლის ბავშვები.”

ცნობილია, რომ ბიჭის ცხედარი ექსპერტიზაზე გადაასვენეს.

 

 

onalem

ტესტ