fbpx
კრიმინალისაბერძნეთი

საბერძნეთი: სამუდამო პატიმრობა 25 წლის ბორტგამცილებლის მკვლელობისთვის

თესალონიკის ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ 20 წლის მეზღვაურს, თანასი სხინასს, თავისი 25 წლის პარტნიორის მკვლელობისთვის სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. განაჩენი შემამსუბუქებელ გარემოებებს არ ითვალისწინებს. გოგონა, მონიკა კონსტანტინიდუ აეროპორტში მუშაობდა და ბორტგამცილებელი იყო.

თავდაპირველად მამაკაცი თავის ჩვენებაში გოგონას ოჯახს უბოდიშებდა და მკვლელობის მიზეზად აფექტურ მდგომარეობას ასახელებდა. მისი თქმით, საბედისწერო ღამეს ისინი ერთმანეთს შეხვდნენ და შერიგდნენ, ვინაიდან რამდენიმე დღის მანძილზე დაშორებულები იყვნენ.
მათ ინტიმური კავშირი ჰქონდათ, ხოლო შემდეგ,  მონიკას ტელეფონში საეჭვო შეტყობინებები იპოვა: “მე ის დავახრჩე, რადგან მჯეროდა, რომ მღალატობდა.”

სხინასი აღნიშნავს, რომ გოგონა ფიზიკური ძალადობისას სასიკვდილოდ დაშავდა.

ექსპერტის დასკვნით, 25 წლის კონსტანტინიდუს სიკვდილის მიზეზად სწორედ გაგუდვა სახელდება.
მისი ცხედარი მკვლელმა პარტნიორმა ათენი-თესალონიკის გზატკეცილთან გადააგდო.

სასამართლომ დაადგინა, რომ თანასი სხინასი მკვლელობის მომენტში სრულიად საღ გონებაზე იყო და თავისი ქმედებები სრულიად გააზრებული ჰქონდა, შესაბამისად ბრალდებულად სცნო და სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა.

onalem

ტესტ