fbpx
საბერძნეთისაზოგადოება

საბერძნეთი: ქალი, რომელიც მანქანას უკონტროლოდ მართავდა, ორ მცირეწლოვან შვილთან ერთად იყო

გუშინ დაახლოებით 17:00 საათზე საგზაო პოლიციაში შევიდა ზარი, რომელიც იტყობინებოდა, რომ ქალაქ ლამიას ქუჩებში ერთ-ერთი მძღოლი ავტომობილს უკონტროლოდ მართავდა და ავარიულ სიტუაციებს ქმნიდა.

ჩვენებების მიხედვით, მანქანა მარკეტთან გაჩერდა და მძღოლმა ლუდი შეიძინა, შემდეგ კი უკან დაბრუნდა. აღსანიშნავია, რომ მანქანაში ორი მცირეწლოვანი ბავშვი იჯდა, 3 და 4 წლის.

როდესაც ის გააჩერეს, პოლიციამ აღმოაჩინა, რომ მძღოლი ქალი იყო და მას კიდევ ერთი თანამგზავრი ჰყავდა. ორივე მათგანი 35 წლის ასაკის, რუსეთის მოქალაქეა.

მანქანა რეალურად ორადგილიანი იყო და ბავშვებისთვის უკანა სავარძელი, ფაქტობრივად, არ არსებობდა. თუმცა, მათი უკან ჩასმა მაინც მოახერხეს.

ახალგაზრდა დედამ ალკოტესტის ჩატარებაზე უარი განაცხადა, რის შედეგადაც ის დააპატიმრეს.

ისინი ათენის მიმართულებით მიდიოდნენ.

onalem

ტესტ