fbpx
საბერძნეთისაზოგადოება

საბერძნეთი – ქალებისთვის ყველაზე უარესი ქვეყანა სამუშაოდ?!

კვლევის შედეგად, რომელიც Expat Insider-მა ჩაატარა, საბერძნეთი ქალებისთვის სამუშაოდ ყველაზე უარეს ქვეყნად დასახელდა. საბერძნეთში ყველაზე მეტი ქალი გამოთქვამს უკმაყოფილებას საკუთარი კარიერული წინსვლისა და პერსპექტივების შესახებ.

გამოკითხულ ქალთა 81% აცხადებს, რომ ეკონომიკურმა კრიზისმა მათი კარიერული წარმატებები შეაფერხა. საერთო ჯამში კი სულ 8.000-მდე მდედრეობითი სქესის წარმომადგენელი გამოიკითხა.

კვლევამ ასევე განიხილა საზღვარგარეთ წასულ ქალთა რაოდენობა, რომლებსაც საკუთარ ქვეყანაში წინსვლის იმედი არ აქვთ.

“საბერძნეთსა და იტალიაში გამოკითხული ქალების ნახევარზე მეტი უკიდურეს უკმაყოფილებას გამოთქვამს სამუშაოსთან დაკავშირებით. ამ ქვეყნებს მოჰყვებიან თურქეთი, არგენტინა, სერბეთი, მეინმარი. თითოეულ ამ ქვეყანაში ქალებს არ აქვთ შესაბამისი სამუშაო პირობები, ხელფასი და გრაფიკი.

ამასთანავე, ქალებისთვის სამუშაოდ საუკეთესო ქვეყნად ჩეხეთის რესპუბლიკა დასახელდა, რომელსაც მოსდევს ბაჰრეინი, ტაივანი, ნორვეგია და დანია.”

onalem

ტესტ