fbpx
საბერძნეთისაზოგადოება

საბერძნეთი: პილოტ პანაიოტი კეფალას მეოთხე დღეა უშედეგოდ ეძებენ

პანაიოტი კეფალას, რომლის მცირე ზომის საბრძოლო თვითმფრინავიც ოთხშაბათს ჩამოვარდა, ამ დრომდე უშედეგოდ ეძებენ. უკვე მეოთხე დღეა, რაც საჰაერო და საზღვაო ძალები მაქსიმუმს აკეთებენ, რათა პილოტის ადგილმდებარეობა დაადგინონ.

საჰაერო ძალების ორკაციანი ვერტმფრენი 13:30 საათზე გაუჩინარდა, პილოტმა საფრთხის შესახებ ინფორმაციის გაცემა მოასწრო და სიგნალი 13:24 საათზე გააგზავნა.

ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, ნაპოვნია მხოლოდ მისი სკამი.

პანაიოტის კეფალასი იოანინადან არის, თუმცა, პატრასში ოჯახთან ერთად ცხოვრობდა. ისინი მძიმე ფსიქოლოგიურ მდგომარეობაში არიან და ყოველდღე ელოდებიან, რომ მას იპოვიან. ის ორი შვილის მამაა.

onalem

ტესტ