fbpx
საზოგადოება

საბერძნეთი: მძღოლმა მგზავრებით სავსე ავტობუსი მიატოვა და გაიქცა

შემთხვევა ფოკიდაში გუშინ ღამით მოხდა, როდესაც მძღოლმა მგზავრებით სავსე ავტობუსი უბრალოდ შუა გზაზე მიატოვა, თვითონ კი გაიქცა. მას საგზაო პოლიცია ამ დრომდე ეძებს, რათა დააპატიმროს.

რაში მიუძღვის ბრალი KTEL-ის ავტობუსის მძღოლს?!

როგორც ცნობილი გახდა, ის თავისი გზით მიდიოდა, როდესაც საღამოს 20:00 საათისთვის დედა-შვილს გაუჩერა, რომლებიც ავტობუსში უნდა ასულიყვნენ. დედამ პირველი გოგონა აუშვა, ხოლო შემდეგ თვითონ ავიდა, რა დროსაც მძღოლმა მკვეთრად დაძრა ავტობუსი და 7 წლის ბავშვმა ფეხზე დაზიანება მიიღო.

ამფისადან იტეამდე მიმავალ გზაზე დედა გამუდმებით ჩიოდა, რომ მის გოგონას ფეხი ძალიან სტკიოდა და გაეჩერებინა, რათა ამის შესახებ საგზაო პოლიციისთვის შეეტყობინებინა.

როგორც კი მძღოლმა ამის შესახებ მოისმინა, მან მაშინვე გააჩერა ავტობუსი და მგზავრებიანად შუა გზაზე მიატოვა, თავად კი გაიქცა. ისინი გაოგნებულები იყვნენ სიტუაციით.

რამდენიმე საათის შემდეგ ადგილზე სხვა მძღოლი მივიდა, რათა ისინი იტეამდე ჩაეყვანა. 7 წლის გოგონა კი დედასთან ერთად სასწრაფო დახმარების მანქანით, ამფისას საავადმყოფოში გადაიყვანეს.

53 წლის მძღოლზე ამ დრომდე ძებნაა გამოცხადებული.

onalem

ტესტ