fbpx
კრიმინალი

საბერძნეთი: მასწავლებელს, რომელსაც ბრალად მოსწავლეებზე ძალადობა ედება, შინა პატიმრობა მიუსაჯეს

აღნიშნული გადაწყვეტილება მიიღეს იმიტომ, რომ ზაკინთოს სასამართლომ საბოლოოდ ვერ გაარკვია დამნაშავეა თუ არა 55 წლის მასწავლებელი. მას არც თავისუფლება ეკუთვნის, თუმცა, ვერც ციხეში სვამენ, რაც ნიშნავს, რომ მისი განაჩენი 5 დღიანი შინა პატიმრობაა.

ყველაფერი მაშინ გამომჟღავნდა, როდესაც ბავშვებმა მისი ქცევის შესახებ მშობლებთან დაიჩივლეს.

მისი მოსწავლეები 10 წლამდე ასაკის არიან. მათი თქმით, მასწავლებელი მათ უცნაურად ეხებოდა.

ზაკინთოს პროკურატურა შემთხვევის გამოძიებას აწარმოებს. საქმის გახსნა, სავარაუდოდ, მტკიცებულებების ნაკლებობის გამო ჭიანურდება.

onalem

ტესტ