fbpx
საზოგადოება

საბერძნეთი: მამაკაცმა თავის მოვკლა სცადა, რადგან დენის გადასახადის გადახდა არ შეეძლო

პატრასში, საბერძნეთის ელექტრო ენერგიის მიმწოდებელი კომპანიის ოფისში, ხალხის თვალწინ მამაკაცმა თავის მოკვლა სცადა. მიზეზი კი მისი დავალიანება გახდა.

ის ΔΕΗ-ის ოფისში მივიდა, რათა დიდი რაოდენობით დაგროვილი გადასახადი ნაწილობრივ დაეფარა. მოლარე ოპერატორმა მას ვალის რაოდენობის შესახებ აცნობა და განუმარტა, თუ რამდენი ევრო უნდა ეხადა ყოველ თვე, რათა ვალი საბოლოოდ დასრულებულიყო.

აღმოჩნდა, რომ მამაკაცს აღნიშნული დავალიანების დაფარვა, განაწილებული რაოდენობითაც კი არ შეეძლო. ამის გამო, მან ყველას თვალწინ ერთი მუჭა წამლები გადაყლაპა, ისე რომ რეაგირება ვერავინ მოასწრო.

თანამშრომლებმა დაუყოვნებლივ გამოიძახეს სასწრაფო დახმარება და მამაკაცი ამ დროისთვის საავადმყოფოშია გადაყვანილი.

 

onalem

ტესტ