fbpx
კრიმინალისაბერძნეთი

საბერძნეთი: მამა საკუთარ შვილს სექსუალურად ავიწროვებდა, შემდეგ კი ძაღლი მოუკლა

”ახალგაზრდა მამაკაცი საკუთარ შვილს სექსუალურად ავიწროვებდა. გოგონას რეაგირებისას კი ემუქრებოდა, რომ მის საყვარელ ძაღლს მოუკლავდა. ამ გზით ის მისი მორჩილების მოპოვებას ცდილობდა. საბოლოოდ, ძაღლი სასტიკად მოკლა. მამაკაცს უნდოდა პატარა გოგონასთვის ეჩვენებინა, რომ თუ არ დაემორჩილებოდა, მასაც იგივე მოელოდა.”

”ქალმა თავისი დაშავებული კატა ცხოველთა დაცვის ორგანიზაციაში მიიყვანა. მიზეზი იყო ის, რომ მისმა ქმარმა ეჭვიანობის ნიადაგზე კატა კედელს მიანარცხა. ქალიც, თავის მხრივ, მისგან ფიზიკურ შეურაცხყოფას იტანდა.”

”ერთ-ერთ ქალბატონს სრულიად სხვა ქალის ქმარმა გაუგზავნა ვიდეო, რომელზეც ასახული იყო, თუ როგორ აყენებდა კატას ფიზიკურ შეურაცხყოფას სისტემატიურად.”

ეს გახლავთ სამი ექსტრემალური შემთხვევა, რომლებიც მოწმობს ქვეყანაში არსებულ ძალადობის ფაქტებზე, რომლებიც დაკავშირებულია ქალების, ბავშვების და ასევე ცხოველების შეურაცხყოფასთან. გამომდინარე აქედან, ნიუ-იორკისა და ვირჯინიის აღმასრულებლები საბერძნეთთან თანამშრომლობას იწყებენ და ბერძნებს სპეციალურად გადაამზადებენ.

კერძოდ, ლოს-ანჯელესისა და ვირჯინიის გენერალური პროკორორის ოფისთან თანამშრომლობით, გადამზადდება საბერძნეთის პოლიციის 200 თანამშრომელი და 50 პროკურორ-გამომძიებელი, რომლებიც მაქსიმალურად კომპეტენტურნი იქნებიან მსგავს შემთხვევებზე მუშაობისას.

onalem

ტესტ