fbpx
კრიმინალისაზოგადოება

საბერძნეთი: ლატარიაში 27.000 ევრო მოიგო, თუმცა, ბილეთი მოპარეს!

პოლიციაში ბერძენმა მამაკაცმა დარეკა და განაცხადა, რომ ის ძარცვის მსხვერპლი გახდა. მძარცველს, როგორც ჩანს, ძალიან გაუმართლა და დიდი რაოდენობით ძვირფასეულობის გარდა, სახლში ლატარიის მომგებიან ბილეთსაც მიაგნო.

ინციდენტი პელაში მოხდა, როდესაც 80 წლის მამაკაცს სახლში უცნობი პირი შეეჭრა და მოპარა ბილეთი, რომლითაც ლატარიაში 27. 000 ევრო ჰქონდა მოგებული. თუმცა, თანხა განაღდებული ჯერ არ ჰქონდა.

ოფიცრები შემთხვევის გამოძებას და მძარცველის ადგილსამყოფელის დადგენას ცდილობენ.

onalem

ტესტ