fbpx
საზოგადოება

საბერძნეთი: კუნძულ სკიათოზე მიმავალი გემი შუა ზღვაში დაზიანდა

დღეს კუნძულ სკიათოზე მიმავალი გემის, “Express Σκιάθος”-ის 115 მგზავრი პანიკაში აღმოჩნდა.

კერძოდ, გემი, რომელიც ვოლოსიდან სკიათოს მიმართულებით მიდიოდა, შუა გზაში დაზიანდა და დანიშნულების ადგილამდე ვერ მიაღწია.

გავრცელებული ინფორმაციით, დაზიანებული გემიდან 115-ივე მგზავრი სხვა ხომალდზე გადაიყვანეს, რომელმაც რეისი შეასრულა და ისინი დანიშნულების ადგილამდე მიიყვანა.

პორტის ხელმძღვანელობა იტყობინება, რომ აღნიშნული რეისი ვოლოსი-სკიათოს მიმართულებით აღარ შესრულდება მანამდე, სანამ გემი არ შეკეთდება.

ამ დრომდე უცნობია, თუ რა სახის დაზიანებაზეა საუბარი ან რამ გამოიწვია ის.

onalem

ტესტ