fbpx
კრიმინალი

საბერძნეთი: ერთ-ერთ ბარში მამაკაცებს სასმელთან ერთად 34 წლის ქალს სთავაზობდნენ

პერიის უსაფრთხოების დეპარტამენტის ყურამდე მივიდა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც ერთ-ერთ ბარში ახალგაზრდა უცხოელი ქალის სექსუალური ექსპლოატაცია მუდმივად ხდებოდა.

ქალის ეროვნება ან ვინაობა ცნობილი არ არის.

მამაკაცებისთვის მთავარი “კერძი” 34 წლის ქალი იყო, რომელსაც მათ 54 წლის მამაკაცი სთავაზობდა. თავად ბარს კი 57 წლის ასევე უცხოელი მამაკაცი ფლობს, რომელსაც ამჟამად ეძებენ.

ამავდროულად ამოღებულია თანხა 150 ევროს ოდენობით, რომელიც კლიენტებმა აღნიშნული მომსახურებისთვის გადახადეს.

54 წლის მამაკაცი კატერინის პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს, მოგვიანებით კი შესაბამისი მუხლით გაასამართლებენ.

onalem

ტესტ