fbpx
ემიგრაციული სიახლეები

საბერძნეთი და საქართველო პოლიტიკურ-ეკონომიკური კავშირების გაძლიერებაზე შეთანხმდნენ

საქართველოსა და საბერძნეთის პრეზიდენტების პირისპირ შეხვედრის შემდეგ ორი ქვეყნის პირველმა პირებმა სახელმწიფო დელეგაციების თანხლებით გამართეს შეხვედრა და ორმხრივი თანამშრომლობის სხვადასხვა სექტორული მიმართულებების განვითარებაზე ისაუბრეს.
შეხვედრაზე საბერძნეთის პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა ქვეყნებს შორის არსებული პოლიტიკური და ეკონომიკური თანამშრომლობის გაძლიერების აუცილებლობას. განხილულ იქნა ენერგეტიკული, სატრანსპორტო და ინფრასტრუქტურული თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივები. პროკოპის პავლოპულოსის თქმით, საქართველოსა და საბერძნეთის მრავალსაუკუნოვანი კავშირები კარგი არგუმენტია საქართველოს ევროპული იდენტურობის სასარგებლოდ. ბერძნულმა მხარემ ხაზი გაუსვა საქართველოს, როგორც ევროპასა და აზიას შორის დამაკავშირებელი გზის მნიშვნელობას, განხილული იქნა აბრეშუმის გზის პერსპექტივები და ის სატრანზიტო შესაძლებლობები, რომელსაც საქართველო ქმნის ევროპული ქვეყნებისთვის. საუბარი შეეხო შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხებს.