fbpx
კრიმინალი

საბერძნეთი: ბიზნესმენი საგადასახადო სამსახურის თანამშრომლებს თავს დაესხა

ინციდენტი დღეს კასტორიაში მოხდა. ბიზნესმენი, რომელიც სწრაფი კვების ობიექტს ფლობს, შემოწმებაზე მისულ საგადასახადო სამსახურის თანამშრომლებს თავს დაესხა.

კერძოდ, ადგილობრივი მედია იუწყება, რომ ორი თანამშრომელი ბიზნეს ობიექტს შემოწმებისთვის ესტუმრა, რამაც ობიექტის მესაკუთრე გააღიზიანა და მათზე თავდასხმა გადაწყვიტა.

თანამშრომლებმა მისგან თავის დახსნა მოახერხეს.

ინციდენტისას დაშავდა მეპატრონე, რადგან საბოლოო ჯამში მან გაქცევა სცადა და ფანჯრიდან გადახტა.

შემთხვევის ადგილზე რამდენიმე წუთში გაჩნდა პოლიცია და ბიზნესმენის საავადმყოფოში გადაყვანა გახდა საჭირო.

უცნობია, თუ რა დარღვევები ჰქონდა მას თავის ობიექტში.

onalem

ტესტ