fbpx
საზოგადოება

საბერძნეთი: ბავშვებმა ექსკურსიაზე ფულით სავსე ჩანთა იპოვეს

საშუალო სკოლის დაბალკლასელი ბავშვები იოანინაში ორდღიან ექსკურსიაზე იმყოფებოდნენ, როდესაც მეცოვოში ჩანთა იპოვეს, სადაც საკმაოდ სოლიდური რაოდენობის თანხა იდო.

როცა არასრულწლოვნებმა ჩანთა გახსნეს, შიგნით 560 ევრო იპოვეს და უყოყმანოდ გადაწყვიტეს, რომ ამის შესახებ მასწავლებლებს შეატყობინებდნენ და ჩანთას პოლიციას გადასცემდნენ.

მათ ერთი წუთითაც არ იფიქრიათ, რომ შემთხვევით ისარგებლებდნენ, მასწავლებლებმა პოლიცია გამოიძახეს.

ვინაიდან ჩანთაში თანხის გარდა საბუთებიც იდო, პოლიციას პატრონის პოვნა არ გასჭირვებია და ჩანთა მას დაუბრუნეს.

ბავშვები პოლიციის ოფიცრებმა და თანხის მფლობელმა შეაქეს, ხოლო მასწავლებლებს უღრმესი მადლობა გადაუხადეს პატიოსანი თაობის აღზრდისთვის.

onalem

ტესტ