fbpx
კრიმინალი

საბერძნეთი: ავტობუსში პაკისტანელმა მძღოლი და კიდევ ერთი მამაკაცი დაჭრა

ინციდენტი თესალონიკში, ქალაქის ცენტრში მოხდა. დაახლოებოთ 15:00 საათზე, გაურკვეველი მიზეზების გამო, პაკისტანელებს შორის ჩხუბი მოხდა, რომელსაც კინაღამ ავტობუსის მძღოლიც შეეწირა.

კერძოდ, აღნიშნულ დროს დაახლოებით 8 ადამიანი, რომლებიც, სავარაუდოდ, პაკისტანის მოქალაქეები არიან, ერთმანეთში კამათობდნენ, რა დროსაც ერთ-ერთი მათგანი გაიქცა და ΟΑΣΘ-ს ავტობუსში ავიდა.

Think Simple-ს ინფორმაციით, დანარჩენები მას აედევნნენ და ავტობუსში ავიდნენ, შემდეგ მძღოლს და გაქცეულ პაკისტანელს დანით დაესხნენ თავს.

ინციდენტის შემდეგ დამნაშვეები გაიქცნენ.

დაშავებულია ორი ადამიანი, ისინი ადგილობრივ საავადმყოფოში გადაიყვანეს.

როგორც ცნობილია, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

პოლიციამ დამნაშავეების დაკავება ჯერ ვერ შეძლო.

onalem

ტესტ