fbpx
საბერძნეთი

საბერძნეთი – აქ ხომ ყველაფერია … ”უდაბნოც” კი!

მნიშვნელობა არ აქვს, თუ როგორ ჟღერს: ”საბერძნეთში ყველაფერია”. ამ შემთხვევაში ჩვენ პეიზაჟების მრავალფეროვნებას ვგულისხმობთ.

საბერძნეთში დრონმა დააფიქსირა ისეთი ლანდშაფტი, რომელიც ძალიან ჰგავს რეალურ უდაბნოს. ეს ადგილი ახლოსაა სოფელ ვარფოლომიოსთან, აქ არის ქვიშა და იშვიათი მცენარეული საფარი.

ადგილობრივები აქაურობას საბერძნეთის უდაბნოს უწოდებენ (“Η έρημος της Ελλάδας”) . ფაქტია, რომ აქ ყველაფერი ისეთივეა, როგორც სხვა ქვეყნების უდაბნოებში: სასტიკი მზე, გაუსაძლისი სიცხე, გვალვა, ტენიანობის ნაკლებობა და ახალგაზრდა ნერგები, რომლებიც ცხელ ქვიშაში ძნელად ხარობენ… დიახ ეს უდაბნოა!

onalem

ტესტ