fbpx
კრიმინალი

საბერძნეთი: 33 წლის ქალი მამაკაცებს ერთი შეხვედრისთვის 150 ევროს სთხოვდა

გავრცელებული ინფორმაციით, პოლიციამ ვოლოსში კიდევ ერთი უცხოელი ქალი გაშიფრა, რომელიც მამაკაცებს საკუთარ თავს თანხის სანაცვლოდ სთავაზობდა.

კერძოდ, ერთ-ერთმა პოლიციელმა ვებ-გვერდის საშუალებით მიაკვლია ქალს, რომელიც მამაკაცებს უკავშირდებოდა და ერთი შეხვედრის სანაცვლოდ 150 ევროს ითხოვდა. ამის შემდეგ მან ქალს თავად შეუთანხმა შეხვედრა და როცა ადგილზე მივიდა და ქალს მის მიერ მიტანილი თანხა უნდა აეღო, სწორედ ამ დროს 33 წლის უცხოელს ხელებზე ბორკილები დაადეს.

ცნობილია, რომ ქალი ბრაზილიის მოქალაქეა. ის ვერც კი წარმოიდგენდა, რომ “სამუშაოდ” წასული ციხეში აღმოჩნდებოდა.

გარდა ამისა, პოლიციის ცნობით, ცოტა ხნის წინ გამოააშკარავდნენ ბულგარელები, რომლებიც ტრიკალაში იგივე მომსახურებაში 10-20 ევროს იღებდნენ.

 

onalem

ტესტ