fbpx
კატეგორიის გარეშე

საბერძნეთი: 25 წლიანი სასჯელი 42 წლის პედოფილს ბავშვების გაუპატიურებისთვის

სასამართლოს გადაწყვეტილებით, 42 წლის მამაკაცს 25 წლიანი სასჯელი ელის. მას ბრალად ედება არასრულწლოვნების გაუპატიურება და გაუპატიურების მცდელობა. თუმცა, ეს ყველაფერი არ არის. სასამართლომ მას ჯარიმის სახით 120, 000 ევრო დააკისრა.

საქმე ეხება პედოფილს, რომლის დანაშაულმაც 2015 წლის მარტში მთელი საბერძნეთი შეძრა. ის კორიდალოს ტერიტორიაზე დააპატიმრეს, როდესაც 13 წლის ბიჭის გაუპატიურებას ცდილობდა. ასევე, მან პერისტერიში გააუპატიურა 14 წლის, ხოლო ნავფაქტოში 15 წლის გოგონა.

წლების მანძილზე სასამართლო დამნაშავის სასჯელზე მსჯელობდა. ახლა კი, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, მას 25 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

42 წლის მამაკაცის განცხადებით, მას ბავშვების გაუპატიურება არ უცდია და მათ შორის სქესობრივი კონტაქტი შეთანხმებით შედგა.

“ყველაფერი მათი თანხმობით მოხდა. მე ბოდიშს ვუხდი ჩემს მშობლებსაც და ბავშვების მშობლებსაც. ბოდიშს ვიხდი, რომ მქონდა სექსუალური კავშირი 18 წლამდე პირებთან, თუმცა, მე არ ვარ მოძალადე,” ამბობს ის.

onalem

ტესტ