fbpx
საზოგადოება

Ryanair: 1 აპრილიდან ათენსა და თესალონიკს შორის რეისები აღარ შესრულდება

ავიაკომპანია Ryanair აცხადებს, რომ 1 აპრილიდან ათენი-თესალონიკის რეისები აღარ შესრულება.

სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული ინფორმაციით, უკანასკნელი რეისი 2019 წლის 31 მარტს შესრულდება და თესალონიკიდან ათენის მიმართულებით ბოინგი 20:05 საათზე გავა.

“ბილეთების გაყიდვა შეჩერებულია. მადლობას გიხდით ავიაკომპანიის ნდობისთვის,” ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ ბოლო დღეების მანძილზე საბერძნეთში გაუარესებული ამინდის გამო Ryanair მკაცრად გააკრიტიკეს, რადგან თვითმფრინავი მაკედონიის აეროპორტის ნაცვლად რუმინეთში დასვეს და მგზავრები სრულ გაუგებრობაში აღმოჩნდნენ.

onalem

ტესტ