fbpx
ემიგრაცია

“რომ აღმოვაჩინე უცხო ქვეყნის ციხეში ვიყავი და არა თბილისში, გამიხარდა” – ემიგრანტი, რომელიც ციხეში 22 წელი იჯდა

“ემიგრაციაში ბევრისგან მომისმენია ერთი და იგივე სიზმარი.
თითქოს დაესიზმრათ, საქართველოში იყვნენ და ლამობდნენ უკან, უცხოეთში დაბრუნებას და ვერ ახერხებდნენ.
გაღვიძებულები, რომ აღმოაჩენდნენ ისევ უცხო ქვეყანაში იყვნენ, უხაროდათ.

ამ სიზმრის სრულიად განსხვავებული ვერსია ჰქონდა კოკა გეგეჭკორს, რომელიცზუსტად 22 წელი იჯდა ციხეში სხვის მიერ ჩადენილი მკვლელობისთვის, როგორც მისი ოჯახი ამბობს…

“ერთხელო, დამესიზმრა, ვითომ თბილისში ვიყავიო…”

“თბილისში ვიყავიო და დედ-მამის საფლავზე დამავიწყდა გასვლაო თუ ვერ გავედიო. და შეშინებულს, გაოფლილს, სველს გამომეღვიძაო – და რომ აღმოვაჩინე რომ თბილისში კი არა, თავისუფლებაში კი არა, ისევ ციხის საკანში ვიყავიო, ცხრაკლიტულში გამოკეტილიო, გამიხარდაო.
გამიხარდა, მათ რომ ვუღალატე, მათი საფლავებისთვის ხომ მაინც არ მიღალატიაო, ეს საშინელება ცხადში არ ჩამიდენიაო.”

წიგნი შეიძლება დაიწეროს ამ ამბავზე…
პირველად ვისწავლე, როგორ შეიძლება გიყვარდეს სიცოცხლე, მაგრამ ემზადებოდე სიკვდილისთვისაც!” – წერს მანუჩარ კაჭახიძე.

ქართველი არქიტექტორი კოკა (ნიკოლოზ) გეგეჭკორი, რომელსაც მკვლელობისთვის აშშ-ში სამუდამო პატიმრობა ქონდა მისჯილი და სასჯელს ციხე “სინგ-სინგ”-ში 1994 წლიდან იხდიდა, 2016 წელს გაათავისუფლეს. 

რეჟისორმა დავით კანდელაკმა კოკა გეგეჭკორის შესახებ ფილმი „ამერიკა ერთ ოთახში“ გადაიღო. ფილმის პრემიერა 2007 წელს შედგა.

 

onalem

ტესტ