fbpx
საზოგადოება

როგორ მივიდეთ ათენის ცენტრში მარტივად – რომელი გზებია გადაკეტილი?!

მაკედონიასთან დაკავშირებული აქციის გამო ათენში ცენტრალური უბნების თითქმის 100% გადაკეტილია. სინდაღმის მოედნამდე მისვლა ტრასნპორტის საშუალებით შეუძლებელია. აღსანიშნავია, რომ დილის 10:00 საათიდან დაკეტილია ომონიის, სინდაღმის და პანეპისტიმიოს მეტროსადგურები. ხალხი 11:30 საათიდან აქციისთვის გროვდება.

დღეს, 20 იანვარს, მაღაზიებიც ღიაა, თუმცა, მთავარ სავაჭრო ქუჩებამდე მისვლა მოსახლეობისთვის ამოცანად იქცა. გთავაზობთ, რამდენიმე გზას, თუ როგორ მოვხვდეთ სინდაღმის მიმდებარე ტერიტორიასთან ახლოს მაინც, რათა შემდეგ ფეხით შევძლოთ დანიშნულების ადგილამდე მისვლა.

ცხადია, სინდაღმის სადგურის გამოყენება შეუძლებელია, ამიტომ, შეგიძლიათ გამოიყენოთ მეტრო მონასტირაკის სადგურამდე, ან ევანგელისმოს სადგურამდე. ასევე ღიაა აკროპოლის მეტროსადგური, რომელიც ახლოს მდებარეობს სინდაღმასთან.

პოლიციის ბრძანების საფუძველზე გადაკეტილია სამთავრობო შენობები 24 საათით. ქალაქში აქციას აკონტროლებს 2.000-მდე პოლიციელი, ვერტმფრენები და დრონები, უსაფრთხოების მიზნით.

 

onalem

ტესტ