fbpx
სხვადასხვა

როგორ დავაყენოთ ქართული კლავიატურა Android-ზე და I phone-ზე?!

Android-ის სისტემის ტელეფონებზე ქართული კლავიატურის დასაყენებლად პირველ რიგში აუცილებელია გვქონდეს ინტერნეტთან წვდომა, მობილური ინტერნეტი ან Wi-Fi.

ნაბიჯი 1: მენიუში ვეძებთ Play Store. შევდივართ და საძიებო ველში ვწერთ სიტყვას Anysoftkeyboard. როდესაც პროგრამა მოიძებნება, დავაჭერთ გადმოწერის ფუნქციას. როდესაც ვნახავთ, რომ გადმოწერა დასრულდა, იგივე საძიებო ველში კვლავ ვწერთ სიტყვას Georgian. ველში პირველივე ამოვარდება georgian for anysoftkeyboard. ვიწერთ აღნიშნულ პროგრამას და ველოდებით დაინსტალირებას.

ნაბიჯი 2: ორივე პროგრამის გადმოწერის შემდეგ, შევდივართ ტელეფონის პარამეტრებში (settings) და ვირჩევთ ენა და კლავიატურა (Language and Keyboard) და ვააქტიურებთ Anysoftkeyboard-ს, On ფუნქციაზე დაჭერით. როდესაც პროგრამა გააქტიურდება, შევდივართ მაგალითად შეტყობინების გასაგზავნ ველში, სადაც კლავიატურის დანახვის საშუალება გვაქვს. შემდეგ ჩამოვწევთ ტელეფონის ზედა მხარის ფუნქციებს, სადაც წერია Select Input Method, დავაჭერთ და ავირჩევთ Anysoftkeyboard-ს. ამის შემდეგ თქვენს ტელეფონში ქართული კლავიატურა უკვე დაინსტალირებულია,  საკმარისია დააჭიროთ ABC ან ინტერვალის (გამოტოვების) ღილაკს. (*აღნიშნული დამოკიდებულია ტელეფონის მოდელზე).

იხილეთ ვიდეო:

___________

ქართული კლავიატურის I phone-ზე დასაყენებლად:

ნაბიჯი 1: ტელეფონის მენიუში ვპოულობთ App Store, შევდივართ და საძიებო ველში ვწერთ Georgian Keyboard-ს. ვიწერთ პირველივე აპლიკაციას და ვაინსტალირებთ.

ნაბიჯი 2: შემდეგ ტელეფონის მენიუში ვპოულობთ პარამეტრებს (Settings), შევდივართ და ვირჩევთ Keyboard-ს, შემდეგ ისევ Keyboard-s, შემდეგ კი add new keyboard. ამის შემდგომ მოვძებნით Georgian Keyboard-ს და დავაჭერთ. შემდეგ ვბრუნდებით უკან და ვხედავთ რომ დამატებულია  Georgian Keyboard და ვაჭერთ. შემდეგ ამოვარდება Allow Full Access, რომელსაც გავააქტიურებთ (გავამწვანებთ). შემდეგ ამოვარდება კითხვა, სადაც ვაჭერთ სიტყვას Allow.

კლავიატურა დაინსტალირებულია და შეგიძლიათ მოსინჯოთ.

იხილეთ ვიდეო:

onalem

ტესტ