fbpx
საზოგადოება

“როცა ვიგრძენი ვიწვოდი, წყალი გადავისხი და ლოცვა დავიწყე” – მამაკაცი ნეო ვუძადან ΣΚΑΙ-ზე საუბრობს

დღეს ტელეკომპანია Σκάι-სთან ნეო ვუძაში ხანძარს სასწაულებრივად გადარჩენილმა კიდევ ერთმა ადამიანმა ისაუბრა.

“მე ჩემი ცხოველების გადასარჩენად წავედი. მყავს კატები, მტრედები, კუები, ქათმები და ბატები. მაგრამ ვერ გავთვალე, რომ ხანძარი ასე სწრაფად მოგვიახლოვდებოდა. 10 წუთში ყველაფერი განადგურდა. მფარველი ანგელოზი მყავს, რადგან გადავრჩი.

სახლის გვერდით წავედი და როცა უკვე ვიგრძენი, რომ ვიწვოდი, წყალი გადავისხი და ლოცვა დავიწყე.

ჩემი ცოლიც გადარჩა, რადგან მან პოლიციელებს არ მოუსმინა. ისინი თავდაპირველად ეუბნებოდნენ, რომ მატისკენ წასულიყო. ის იქ ჩაიკეტებოდა. სახლი ვერ დავტოვე, რადგან ჩემი 87 წლის მამა წამოსვლაზე უარს აცხადებდა. 

ჩვენს გვერდით მხოლოდ მოხალისეები არიან. მხოლოდ 12 მოხალისე მეხმარება დღეს გავწმინდო ჩემი სახლი. მათ მოაქვთ წყალი და საჭმელი. სხვას არავის…”

ცნობილი ვიდეო, რომელიც ბატონმა გიგასმა საკუთარი სახლიდან გადაიღო:

https://www.facebook.com/hayabusagr/videos/10157518660997786/

 

onalem

ტესტ