fbpx
საბერძნეთი

რეისი ათენი-თესალონიკი: თვითმფრინავი ორსაათნახევრის მანძილზე აეროპორტის თავზე დაფრინავდა

ბოლო დღეების მანძილზე თესალონიკისკენ მიმავალი სხვადასხვა თვითმფრინავის მგზავრები რამდენიმე საათიან გაუგებრობას და თითქმის პანიკამდე მიყვანილ მდგომარეობას უძლებენ. ამჯერად, ბოინგი ათენიდან თესალონიკში მიფრინავდა, თუმცა, გარდა იმ დროისა, რაც თვითმფრინავს ქალაქიდან ქალაქში ჩასასვლელად დასჭირდა, პილოტი ორსაათნახევრის მანძილზე “მაკედონიის” აეროპორტის თავზე, წრეზე დაფრინავდა და მიწაზე უამინდობის გამო ვერ ჯდებოდა. ამ ყველაფრის შემდეგ კი, მან ათენში დაბრუნება გადაწყვიტა და თვითმფრინავი უკან, “Ελευθέριος Βενιζέλος” აეროპორტში დასვა.

180-ივე მგზავრი ამ დროის მანძილზე დაძაბული იყო და ნერვებს ვეღარ აკონტროლებდნენ. კითხულობდნენ, საბოლოოდ მიაღწევდნენ თუ არა დანიშნულების პუნქტს. ცნობილი გახდა რომ თვითმფრინავი 05:00 საათზე გაფრინდება.

onalem

ტესტ