fbpx
საზოგადოება

რატომ წვავენ ბერძნები ცხვარს აღდგომის დღესასწაულზე?!

დიდ შაბათს ბერძნები მთელი მსოფლიოს მასშტაბით სააღდგომო სამზადისში არიან და ყიდულობენ ცხვარს, რათა მეორე დღეს შეწვან. ლიმონის წვენი, მარილი და სხვადასხვა სანელებლები – ეს ის ყველაფერია, რითიც შემწვარ ცხვარს კაზმავენ, ვიდრე სუფრაზე მიიტანენ. ცხვრის მომზადების მეთოდი დამოკიდებულია ოჯახზე და იმაზე, თუ საბერძნეთის რომელ რეგიონში ცხოვრობენ ისინი.ზოგი ოჯახი მას შამფურზე წვავს, ზოგი გრილს ამჯობინებს, ზოგი კი ჩვეულებისამებრ ღუმელში ამზადებს. მაგრამ ერთი რამ ცხადია – ამის გარეშე აღდგომის დღესასწაული არ არსებობს!

თუმცა, ბერძნები ერთადერთი ერი არ არის, რომელიც აღდგომას ასე ხვდება. საინტერესოა საიდან მოდის ეს ტრადიცია?!

ცხვარი უკავშირდება ძველ აღთქმას

ძველი აღთქმის მიხედვით, ღმერთმა აბრაამს მისთვის შვილის შეწირვა დაავალა, რაზეც ის უყოყმანოდ დათანმხდა, ეს მისი რწმენის გამოცდა იყო. როდესაც ღმერთმა დაინახა, რომ ის მზად იყო მისი თხოვნის შესასრულებლად, აბრაამი შეაჩერა და მანაც ისააკის ნაცვლად, უფალს ცხვარი შესწირა. ამრიგად, მას შემდეგ ცხვარი ცოდვების მისატევებელად შესაწირ მსხვერპლად იქცა.

იესო, როგორც უფლის კრავი

როდესაც უფალი იესო ქრისტე ჯვას ეცვა, ის გახდა მსხვერპლი, რომელმაც თავისი თავდაუზოგავი ქმედებით ჩვენი ცოდვები გამოისყიდა. ხოლო ცხვარს ადამიანები უფალს თავიანთი ცოდვების მისატევებლად სწრავენ, სწორედ ამიტომ იესო გვესახება, როგორც ღმერთის კრავი, რომელიც შევწირეთ მსხვერპლად, ჩვენი ცოდვების მისატევებლად. აღდგომას ცხვრის მომზადებით, ქრისტიანები აღვნიშნავთ, რომ გვახსოვს, როგორ ეცვა ჯვარს ჩვენთვის ჩვენი უფალი.

ცხვრის მომზადების რამდენიმე წესი არსებობს. ბერძნების უმრავლესობა მას მთლიან მდგომარეობაში შამფურზე წვავს. იშვიათობაა ისეთი მექანიზმი, რომელიც ავტომატურად ტრიალებს და დიდ ძალისხმევას არ საჭიროებს. ზოგიერთ ოჯახში ცხვრის მომზადებაზე პასუხისმგებელი მამაკაცია, ხოლო დანარჩენ სამზადისს ქალები ხელმძღვანელობენ.

ცხვარს, როგორც წესი, აღდგომის დღესასწაულზე წვავენ და ზოგიერთი ოჯახი კერძს შაბათსაც კი მიირთმევს, ზოგი კი კვირა დღეს მეგობრების სტუმრობას ელოდება.

onalem

ტესტ