fbpx
საზოგადოება

რამდენიმე წუთის წინ Aegean Airline-ს დამფუძნებელი გარდაიცვალა

დღეს, 78 წლის ასაკში, ავიაკომპანია Aegean-ის პრეზიდენტი და დამფუძნებელი, თეოდოროს ვასილაკისი გარდაიცვალა.

კომპანიის თანამშრომლები მომხდართან დაკავშირებით ღრმა მწუხარებას გამოთქვამენ:

“ძალიან ვწუხვართ ჩვენი კომპანიის დამფუძნებლისა და პრეზიდენტის, თეოდოროს ვასილაკისის გარდაცვალების გამო. ჩვენი პრეზიდენტი თითოეული ჩვენგანისთვის შთაგონების წყარო იყო, პირველი ფრენიდან და პირველი მგზავრიდან მოყოლებული, დღემდე.”

თეოდოროს ვასილაკისი დღეს 2018 წლის 17 მაისს, 78 წლის ასაკში გარდაიცვალა.

დაკრძალვის ცერემონია 19 მაისს 12:30 საათზე, კიფისიაში გაიმართება.

ოჯახი ძვირფასი გვირგვინების შეძენის ნაცვლად, საზოგადოებას სთხოვს თანხა კრეტაზე მდებარე ერთ-ერთ სოფელს შესწიროს.

onalem

ტესტ