fbpx
საბერძნეთი

რამდენად ძლიერია ბერძნული პასპორტი – რა პოზიციას იკავებს ის მსოფლიოში?!

ბერძნული პასპორტი ერთ-ერთი ძლიერი დოკუმენტია იმ დოკუმენტებს შორის, რომლის საშუალებითაც მსოფლიოს უამრავ ქვეყანაში ვიზის გარეშე მოგზაურობაა შესაძლებელი.

Hensley Passport-ის მიხედვით, რომელის მსოფლიოში თავისუფლად გადაადგილებას სიღრმისეულად იკვლევს, ბერძნული პასპორტის ძალა ბევრად აჭარბებს ისეთი ქვეყნების პასპორტების ძალას, როგორებიცაა ახალი ზელანდია, ჩეხეთის რესპუბლიკა და ისლანდია.

თუმცა, ჩამორჩება კანადასა და შვეიცარიას.

საბერძნეთი ამ კუთხით პირველ ათეულში შედის და ბერძნული პასპორტის მქონე ადამიანს შეუძლია უვიზოდ წავიდეს მსოფლიოს 183 ქვეყანაში. მხოლოდ 43 ქვეყანაა ისეთი, რომელიც საბერძნეთის მოქალაქეებს ვიზის ქონას სთხოვს.

იხილეთ სრული სია:

  1. იაპონია  – 190 ქვეყანა
  2. სინგაპური – 189
  3. გერმანია, საფრანგეთი, სამხრეთ კორეა – 188
  4. დანია, ფინეთი, იტალია, შვედეთი, ესპანეთი – 187
  5. ნორვეგია, ავსტრია, ლუქსემბურგი, პორტუგალია – 186
  6. ბელგია, შვეიცარია, ირლანდია, კანადა – 185
  7. ავსტრალია, საბერძნეთი, მალტა – 183
  8. ახალი ზელანდია, ჩეხეთის რესპუბლიკა – 182
  9. ისლანდია – 181
  10. ურუგვაი, სლოვენია, მალაიზია – 180.

onalem

ტესტ