fbpx
საზოგადოება

ქსანთიში ერთძრავიანმა თვითმფრინავმა ნაგავსაყრელზე კატასტროფა განიცადა

დღეს დილით ქსანთიში, ზიგოსის აეროპორტიდან ერთძრავიანი თვითმფრინავი აფრინდა.

ადგილობრივი მედიის ცნობით, პილოტმა უსაფრთხოდ დაჯდომა სცადა, მაგრამ გაურკვეველი მიზეზების გამო, თვითმფრინავმა დაბლა დაშვება დაიწყო და საბოლოოდ ნაგავსაყრელზე დაენარცხა.

დაცემისას თვითმფრინავის ცხვირი განსაკუთრებით დაზიანდა, რამაც ეკიპაჟის ორი წევრის დაშავება გამოიწვია. ისინი მაშინვე საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ექიმების განცხადებით მათი მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.

იხილეთ ფოტოები:

onalem

ტესტ