fbpx
პოზიტივი

ქართველმა გოგონებმა ქუჩაში 37 000 დოლარი იპოვეს და პატრონს დაუბრუნეს

რამ­დე­ნი­მე კვი­რის წინ, სა­მე­დი­ცი­ნო უნი­ვერ­სი­ტე­ტის ორმა სტუ­დენ­ტმა გო­გო­ნამ ქუჩაში დიდი ოდე­ნო­ბით თან­ხა იპო­ვა და პო­ლი­ცი­ა­ში მი­ი­ტა­ნა მფლო­ბე­ლის­თვის და­საბ­რუ­ნებ­ლად.

გოგონები, რომ­ლებ­მაც და­კარ­გუ­ლი 37 000 დო­ლა­რი მფლო­ბელს და­უბ­რუ­ნეს, თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო სა­მე­დი­ცი­ნო უნი­ვერ­სი­ტეტ­მა მად­ლო­ბის ნიშ­ნად ფუ­ლა­დი ჯილ­დო­თი წა­ა­ხა­ლი­სა.

უნი­ვერ­სი­ტე­ტის რექ­ტორ­თან და ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის წევ­რებ­თან შეხ­ვედ­რა­ზე, გო­გო­ნებ­მა დე­ტა­ლუ­რად გა­იხ­სე­ნეს შემ­თხვე­ვა, რო­დე­საც და­კარ­გუ­ლი 37 000 დო­ლა­რი იპო­ვეს:

“უნი­ვერ­სი­ტე­ტი­დან გა­მო­ვე­დით და სახ­ლის­კენ მივ­დი­ო­დით. ჩემ­მა ჯგუ­ფელ­მა ერთ-ერთი ბან­კის ოფის­თან ფოს­ტის პა­კე­ტი შე­ამ­ჩნია, რო­მელ­შიც სა­ვა­რა­უ­დოდ, გარ­კვე­უ­ლი თან­ხა იდო. შე­ვე­დით ბან­კში, რად­გან ვი­ფიქ­რეთ, რომ იგი ბან­კის ოფი­სი­დან გა­მო­სულ ადა­მი­ანს და­უ­ვარ­დე­ბო­და. მივ­მარ­თეთ ბან­კის თა­ნამ­შრომ­ლებს. მათ გვირ­ჩი­ეს, რომ პო­ლი­ცი­ის­თვის დაგ­ვე­რე­კა.

პო­ლი­ცი­ის მოს­ვლამ­დე ბან­კის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა პა­კეტ­ში ქვი­თა­რი აღ­მო­ა­ჩი­ნეს, რომ­ლი­თაც თან­ხის მე­პატ­რო­ნეს და­უ­კავ­შირ­დნენ. შემ­დგომ პო­ლი­ცია მე­პატ­რო­ნეს­თან ერ­თად მო­ვი­და ბან­კში და მას თან­ხა და­ვუბ­რუ­ნეთ” – ამ­ბობს სა­მე­დი­ცი­ნო უნი­ვერ­სი­ტე­ტის მე­ო­რე კურ­სის სტუ­დენ­ტი ნინო ზა­ბა­ხი­ძე.

სა­მე­დი­ცი­ნო უნი­ვერ­სი­ტე­ტის რექ­ტორ­მა ზუ­რაბ ვა­და­ჭ­კო­რი­ამ ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან სა­უბ­რი­სას სტუ­დენ­ტე­ბი მათი ქმე­დე­ბის­თვის კი­დევ ერთხელ შე­ა­ქო.

“ახალ­გაზ­რდე­ბი მი­იჩ­ნე­ვენ, რომ ეს ჩვე­უ­ლებ­რი­ვი საქ­ცი­ე­ლია და ანა­ლო­გი­უ­რად მო­იქ­ცე­ო­და ნე­ბის­მი­ე­რი მო­ქა­ლა­ქე, მაგ­რამ ჩვენ მიგ­ვაჩ­ნია, რომ ეს გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი საქ­ცი­ე­ლია. ყვე­ლა ამას ასე არ გა­ა­კე­თებ­და. ამი­ტომ, მათი საქ­ცი­ე­ლი ფუ­ლა­დი ჯილ­დო­თი წა­ვა­ხა­ლი­სეთ და სა­მე­დი­ცი­ნო უნი­ვერ­სი­ტე­ტის სა­ხე­ლით მათ თან­ხა გა­და­ვე­ცით” – გა­ნა­ცხა­და რექ­ტორ­მა.

თითოეულ მათგანს 1, 000 ლარი გადაეცა.

 

 

 

წყარო: www.ambebi.ge

onalem

ტესტ