fbpx
ემიგრაციული სიახლეები

ქართველი მანდილოსანი ათენიდან: “საბერძნეთში მცხოვრებო ემიგრანტებო, წაიკითხეთ ჩემი წერილი!”

“ჩემო ემოგრანტებო ! ჩემო ქართველებო ,მინდა ჩემი დიდი სიმპატია გამოვხატო georgians.gr მიმართ,მადლობა გადავუხადო და ვუსურვო წარმატება პირად და პროფესიულ სფეროში. ის გვაწვდის ახალ ინფორმაციას და ქარათული თუ უცხოური ახალი ამბების ვაკუუმში არ ვართ. თითქმის ყველა სტატიას ვკითხულობ და თვალს გადავავლებ ხოლმე კომენტარებსაც, ზოგგან ვტოვებ მეც კომენტარს, ზოგგან არა.

ძალიან ვბრაზობ როცა ინგლისური ასოებით დამახინჯებული ბერძნულით ტოვებენ კომენტარს, განა ასე დაგავიწყდათ მშობლიური ენა,თუ გსურთ თავი მოიწონოთ ბერძნულის ცოდნით?! იქნებ გრცხვენიათ კიდეც ქართველობა ? მაშინ მაგონდება მუხრან მაჭავარიანის ლექსიდან ერთი ფრაზა , “განა იმისთვის იბრძოდნენ წარსულში მამა-პაპანი,რომ შვილმა აღარ ოცოდეს სისხლით დაცული ანბანი ?!” .. დავწეროთ ქართულად ,ვისაუბროთ ქართულად და მოვეფეროთ ერთმანეთს ქართულად,სულ კრიჭაში რომ უდგახართ ერთმანეთს და იმის მაგივრად რომ დაფიქსირდეს აზრი,სიტყვიერი პაექროება იმართება კომენტარებში .

გავკადნიერდები და კიდევ ერთ ჩემს გულისტკივილზე დავიჩივლებ, ყველას გაგვიგონია,მთა მთას არა ,თორემ ადამიანი ადამიანს ყველგან შეხვდებაო, რამოდენიმეჯერ მქონდა შემთხვევა რომ აქ ჩამოსულს ჩემთვის უთქვამს საქართველოში აი ასეთ თანამდებობაზე ვიყავი,ვიყავი ექიმი ,არადა იყო ექთანი, მე ესა ვარ და ისა ვარ, რატომ?! რა საჭიროა დაიკვეხნო ექიმობა როცა ექთანი ხარ,განა სხვას დარჩება გაუგებელი? არასოდეს შემრცხვენია მეთქვა ჩემი პროფესია,ასაკი და წარმომავლობა…

იქნებ თავი შეგაწყინეთ,მაგრამ მე მაინც ვთქვი ჩემი სათქმელი, ყველას გეფერებით და გკოცნით ჩემო ქართველებო, მე ვარ ამაყი რომ ჩემს საქართველოს არა ამდენი ემიგრანტი,ამდენი გმირი რომ ჰყავს და თავდადებით კელაპტრებივით იღვენთებიან საყვარელი ოჯახების სარჩენად და გადასარჩენად, მწამს ივერია გაბრწყინდება და ყველა ბედნიერი და ბაგრწყინებულები დავბრუნდებით სამშობლოში!

უფალს ებარებოდეთ.”

წერს ქალბატონი ანა ათენიდან