fbpx
ემიგრაციული სიახლეები

სასწრაფოდ: ქართველების მიმართ სომხური პროვოკაცია პირდაპირ ათენის ცენტრში

დღეს, 20 აპრილს, სომეხთა ახალგაზრდულმა ორგანიზაციამ ათენის ცენტრში, სინტაგმას მოედანზე გამართა ეროვნული ტრაგედიის – თურქების მხრიდან სომხური გენოციდისადმი მიძღვნილი პოლიტიკური აქცია.

აქცია შესაშურ დონეზეა ორგანიზებული: მეტალის კონსტრუქციით აშენებული დიდი პავილიონი, თავისი მყარი ბანერებით, რომელზეც ამ საშინელი ტრაგედიის ამსახველი ფოტო-სურათებია გამოფენილი; ისმის სამგლოვიარო სომხური მუსიკა, ხოლო პავილიონის წინ გასაყიდად გამოტანილი გენოციდთან დაკავშირებული თემატური წიგნები, ფლაიერები, რომლებსაც ხალხმრავალი სინტაგმის გამვლელებში ავრცელებენ სომხური მხარის წარმომადგენლები.

ძალიან სამწუხაროა, რომ ერთ-ერთ რუკაზე დაფიქსირებულია სავალალო უზუსტობა (თუ შეცდომა ?!), რომელიც მთელი აქციის მიმართ თანაგრძნობის მიუხედავად, პარალელურად, დიდი უნდობლობით განგაწყობს. კიდევ უფრო მეტიც, ის განსაკუთრებით ჩვენთვის ქართველებისათვის, მკვეთრად უარყოფითად აღიქმება: რუკაზე გამოსახულია სომხური გენოციდის რუკა 1915-1923 წლებში, სადაც საქართველო მოხსენიებულია როგორც რუსეთი!

დღეს საღამოს, სომეხთა აქციას სრულიად შემთხვევით გაეცნენ საბერძნეთში მცხოვრები ჩვენი თანამემამულენი (მაია ბაჩანაშვილი, თამარი სამხარაძე, ნინო მამადაშვილი & იზა ყურაშვილი) რომლებმაც მაშინვე მიაქციეს ყურადღება რუკაზე გამოსახულ ამ აბსურდულ მონაცემებს და მძაფრი პროტესტი გამოხატეს სომხური მხარის მიმართ.

იხილეთ ლაივი: