fbpx
საზოგადოება

ქალი და 1 წლის ბავშვი, რომელსაც მდინარე ევროსში ეძებდნენ, გარდაცვლილები იპოვეს

ახალგაზრდა ქალსა და მის სამ შვილს თურქეთ-საბერძნეთის საზღვართან გუშინდელი დღის შემდეგ ეძებდნენ. ისინი საბერძნეთში შემოსვლას ნავით ცდილობდნენ, რა დროსაც ნავი ამობრუნდა და მგზავრები წყალში ჩაცვივდნენ. ამ დროისთვის ახალი ინფორმაცია ვრცელდება.

როგორც თურქული წყაროები იტყობინებიან, ხელისუფლებამ მდინარეში ქალი და მისი უმცროსი შვილი გარდაცვლილები იპოვა, თუმცა, დანარჩენი ორი ბავშვის ბედი ჯერჯერობით გაურკვეველია. მათი პოვნა ამ დრომდე ვერ ხერხდება.

აღსანიშნავია, რომ ნავზე მათ გარდა კიდევ რამდენიმე ადამიანი იმყოფებოდა, თითოეული მათგანი თურქეთის მოქალაქეა. ისინი წყლიდან მაშინვე ამოიყვანეს და სწორედ მათ მისცეს ჩვენება დაკარგული ოთხი ადამიანის შესახებ.

ცნობილია, რომ დაკარგული და გარდაცვლილი ბავშვების დედ-მამა მასწავლებლები იყვნენ, რომლებზეც თურქულმა ხელისუფლებამ დაპატიმრების ორდერი გასცა. სწორედ ამიტომ გადაწყვიტა 36 წლის ქალმა მდინარე ევროსის გავლით საშიშ გზას დასდგომოდა, რადგან შვილებისთვის უკეთეს მომავალს ეძებდა.

თუმცა, სამწუხაროდ, შვილებისთვის თავგანწირული ქალი მიზნისთვის ბრძოლაში დაიღუპა.

onalem

ტესტ