fbpx
კატეგორიის გარეშე

ქალბატონი მანანას ახალი თონე ათენში

დემერძის N22-ში (პლატია თიმარაკია, ათენი) ქართულ თონეს წააწყდებით, რომელიც ქალბატონმა მანანამ და მისმა ოჯახის წევრებმა სულ რამდენიმე კვირის წინ გახსნეს.

ყავასთან, ჩაისთან და გამაგრილებელ სასმელებთან ერთად, ადგილზე შეგიძლიათ მიირთვათ ეკოლოგიურად სუფთა ინგრედიენტებით დამზადებული უგემრიელესი ქართული პურ-ფუნთუშეული.

ამას გარდა, აღნიშნული თონის მენიუში ნახავთ სხვადასხვა კერძებს, რომლებსაც ქალბატონი მანანა ამზადებს: ხინკალი, აჭარული & იმერული ხაჭაპური, ლობიანი, ქართული ნამრცხვები & ტორტები, ცივი & ცხელი სასმელები და სხვა. თუ სამსახურში ან სახლში მიიჩქარით, შეგიძლიათ კომფორტულად შეფუთული საკვები თან გაიყოლოთ. ასევე შეგიძლიათ, სახლშიც გამოიძახოთ (საკონტაქტო ტელეფონები: 211 4139925 & 699 7742066)

 

განსაკუთრებული დღისთვის კი, ქალბატონი მანანა მზად არის, თავისი გუნდის დახმარებით, თქვენი შეკვეთა მიიღოს.

სამუშაო საათები & დღეები: ორშაბათიდან კვირამდე, 08:30 – 21:00
საკონტაქტო ტელეფონები: 211 4139925 & 699 7742066
შესაძლებელია სახლში გამოძახება!


.