fbpx
ემიგრაციული სიახლეებიკრიმინალი

პოლონეთში დაპატიმრებულ ქართველებს 10 წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ

პოლიციელებზე თავდასხმის ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე აღიძრა

ქართველი და უკრაინელი მოქალაქეები პოლიციასთან დაპირისპირების გამო შაბათ ღამეს პოლონეთში დააკავეს, იუწყება ტელეკომპანია Imedi ადგილობრივ მედიაზე Dziennik Lozki დაყრდნობით.

შემთხვევა ქალაქ ზგერჟში მოხდა. ქუჩების პატრულირებისას პოლიციამ რამდენიმე არაფხიზელი კაცი შენიშნა, რომლებიც ხმაურობდნენ. დოკუმენტების წარმოდგენაზე მათ პოლიციელებს უარი უთხრეს და ქვები დაუშინეს.

პოლიციელებმა რამდენიმე გამაფრთხილებელი გასროლის შემდეგ, მათი მისამართითაც გაისროლეს. დაკავებულია 13 ადამიანი. ოთხი მათგანი ფეხებში მიყენებული ჭრილობით საავადმყოფოშია გადაყვანილი, ერთ-ერთმა სამართალდამცველმა კი თავის ტრავმა მიიღო.

პოლიციელებზე თავდასხმის ფაქტზე სისხლის სამართლის საქმეა აღძრული. დაკავებულებს 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

 

onalem

ტესტ