fbpx
კრიმინალი

პოლიციამ დააკავა კრიმინალები, რომელთაც ლეფტერი პადაზის სახლი გაძარცვეს

საბერძნეთის პოლიციის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებულია კრიმინალური დაჯგუფება, რომელმაც ლეფტერის პადაზის სახლი გაძარცვა. შეგახსენებთ, რომ ამ დროს სახლში მისი დამხმარე ქალები იმყოფებოდნენ, რომელთაგანაც ერთი ქართველი ქალბატონია. ვინ არიან დამნაშავეები?!

დაკავებულია ორი ალბანეთის მოქალაქე, 34 და 45 წლის, რომელთაც ბრალად ედებათ ატიკის მასშტაბით, ათობით შეიარაღებული ძარცვა. მათ პადაზის სახლიდან წაიღეს დიდი რაოდენობით საათები, თანხა და სხვა ძვირფასეულობა.

მათი სამიზნე იყო ძირითადად გლიფადა, ვულიაღმენი და ვარი. ანუ იქ, სადაც ცნობილი ადამიანები ცხოვრობენ. ეს იყო კარგად ორგანიზებული დანაშაულებრივი ბანდა, რომელიც მოქმედებდა ფრთხილად, ამისთვის კი იყენებდნენ ნიღბებს, ქუდებს, ხელთათმანებს და მაქსიმალურად ცდილობდნენ კვალი არ დაეფარათ. თუმცა, პოლიციამ მათი გაშიფვრა მაინც შეძლო.

უკანონო ქმედებებით “გამომუშავებული” თანხა 200, 000 ევროს აჭარბებს.

პოლიციამ მათ ასევე ჩამოართვა:

ორი მანქანა
ორი დანა
5, 820 ევრო
ცეცხლსასროლი იარაღი
მანქანის ორი ყალბი სანომრო ნიშანი
სხვადასხვა იარაღები, რომლებითაც ისინი სახლებს ტეხდნენ
ნიღბები და ხელთათმანები
დიდი რაოდენობით საათები და სამკაულები
ნარკოტიკული საშუალებები
რამდენიმე მობილური ტელეფონი
უცხო ქვეყანაში გაცემული მართვის მოწმობები.

დაკავებულები წარსულში მრავალ ძარცვაში მონაწილეობდნენ და ამისთვის სასჯელსაც კი იხდიდნენ, თუმცა, ციხეს თავი დააღწიეს და ჩვეულ საქმიანობას აგრძელებდნენ, ვიდრე პოლიცია 2019 წლის 21 სექტემბერს დააკავებდა.

onalem

ტესტ