fbpx
კრიმინალი

პირეა: “მას სთხოვდა, რომ სახლიდან წასულიყო, სწორედ ამიტომ მოკლა”

პირეაზე 79 წლის ხრისტოს ვინძის მკვლელობის უკან ტრაგიკული ამბავი იმალება. ის დღეს დილით აივანზე გარდაცვლილი იპოვეს. დამნაშავე 55 წლის ქალია, ჩილედან, რომელთან ერთადაც ცხოვრობდა. მკვლელობის შემდეგ მას სახლი არ დაუტოვებია, საძინებელში იყო და ძაღლს ეთამაშებოდა, ფეხებთან კი დანაშაულის იარაღები ეყარა.

ცნობილი გახდა, რომ 79 წლის ვინძი მას სახლის დატოვებას სთხოვდა, ქალს კი გუშინ შუადღით საერთო ნაცნობებში ნათქვამი ჰქონდა, რომ თუ სახლიდან გააგდებდა, იქაურობას ააფეთქებდა.

მამაკაცს ცოლი გარდაეცვალა და ქალთან ურთიერთობა მას შემდეგ დაამყარა.

ბოლო პერიოდში ის ქალის ზეწოლის ქვეშ იყო და ცდილობდა მშვიდი საუბრით ეთხოვა მისთვის სახლი დაეტოვებინა, თუმცა, როგორც ჩანს, ფსიქოლოგიურად გაუწონასწორებელმა პარტნიორმა ეს ვერ აიტანა.

onalem

ტესტ