fbpx
საზოგადოება

პეტრუპოლი: შვილის მკვლელობაში ბრალდებული 19 წლის გოგონა გაათავისუფლეს

19 წლის გოგონა გამომძიებლის ბრძანების საფუძველზე ციხიდან გაათავისუფლეს. მან საკუთარი შვილი მშობიარობის შემდეგ მოკლა, ხოლო მოგვიანებით დედისა და ბებიის დახმარებით, ის გარეთ გადააგდეს.

მისმა ადვოკატმა შეიტანა განცხადება, რათა გოგონა გარკვეული პირობების გათვალისწინებით გაეთავისუფლებინათ.

შეგახსენებთ, რომ 2018 წლის მაისში ის დროებით დააკავეს და ამ დრომდე მიმდინარეობდა მსჯელობა გაათავისუფლებდნენ თუ არა მას, ვინაიდან მისი ფსიქოლოგიური მდგომარეობა ძალიან მძიმეა.

როგორც ბრალდებული ამბობს, არ იცოდა, რომ ფეხმძიმედ იყო, ვიდრე ორსულობის მეშვიდე თვეს არ მიაღწია. მან აბაზანაში იმშობიარა და ჩვილი დაბადებისთანავე მოკლა.

თავის მხრივ ის ბავშვს განიხილავდა, როგორც საფრთხეს და არასასურველ მოვლენას, რამაც დაბნეულობისა და შოკის ფონზე, მისი მკვლელობისკენ უბიძგა.

უკვე გარდაცვლილი ბავშვი გოგონას დედამ სანაგვე ურნაში ჩააგდო.

 

onalem

ტესტ