fbpx
საბერძნეთისაზოგადოება

პერისტერი: მამას, რომელმაც ტყუპები სახლში მარტო დატოვა, 18 თვიანი პატიმრობა ელის

როგორც ცნობილია, გუშინ პერისტერიში მდებარე ერთ-ერთ ბინაში 4 თვის ტყუპები სახლში სრულიად მარტოები იპოვეს. პოლიციამ მათი 23 წლის მამა არასრულწლოვნის სიცოცხლის რისკის ქვეშ დაყენების ბრალდებით დააკავა.

მოსამართლემ ის ყოველგვარი შემამსუბუქებელი გარემოებების გარეშე, დამნაშავედ სცნო.

”ვერ ვსუნთქავდი და საავადმყოფოში უნდა წავსულიყავი. ჩემს ცოლს ბავშვებთან დარჩენა ვთხოვე, თუმცა, მან ჩემთან ერთად წამოსვლა ისურვა. ისინი დანაყრებულები იყვნენ და საწოლებში ეძინათ. ბავშვები იმიტომ არ წავიყვანეთ, რომ საავადმყოფოში მიკრობებია. დიდ ბოდიშს ვიხდი,” ამბობს 23 წლის მამაკაცი.

ხოლო პროკურორმა მას განუცხადა: ”ჩვენ ჩვილებს სახლში მარტო არ ვტოვებთ, ისინი საფრთხეში იყვნენ და ჩვენ მიზეზების მოსმენა არ გვსურს. მათ მხოლოდ ტირილი შეეძლოთ, რათა ვინმესთვის დასახმარებლად მოეხმოთ.”

არსად არსებობს იმის დამადასტურებელი საბუთი, რომ დამნაშავე ნამდვილად საავადმყოფოში წავიდა. თუმცა, ამ შემთხვევაშიც კი, მათი დედა უნდა დარჩენილიყო ბავშვებთან ან რომელიმე ნათესავისთვის ეთხოვათ დახმარება. სწორედ ამიტომ პროკურორმა ტყუპების 23 წლის მამას 18 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.

ვინაიდან მისი სასჯელი 2 წელზე ნაკლებია, ის სასამართლოების დასრულებამდე თავისუფალი იქნება.

onalem

ტესტ