fbpx
ემიგრაციული სიახლეები

საბერძნეთი: შეუძლიათ თ არა დაინიშნონ პენსია ლეგალურად მცხოვრებ ქართველებმა?

ემიგრანტები, რომლებიც ჩამოვიდნენ საბერძნეთში არა ევროკავშირის წევრი ქვეყნებიდან ეკუთვნით პენსია  “Ι.Κ.Α”-სგან და სხვა მსგავსი დაწესებულებებისგან, როგორიცაა  მათ შორის “Ε.Φ.Κ.Α”. ასეთი ტიპის ემიგრანტს პენსია დაენიშნება თუ აკმაყოფილებს შესაბამის კანონით გათვალისწინებულ წინაპირობებს, როგორიცაა: საპენსიო ასაკი, კანონიერად ყოფნა ქვეყანაში და შესაბამისი სამუშაო გამოცდილება და სამუშაო წლები.

უფრო კონკრეტულად, იმისათვის, რომ ადამიანს დაენიშნოს პენსია საბერძნეთის სახელმწიფოსგან იგი სულ მცირე 15 წელი კანონიერად უნდა იმყოფებოდეს ქვეყანაში, მათ შორის შესაბამისი საპენსიო ასაკის მიღწევის დროსაც. დაინტერესებულ პირს უნდა ჰქონდეს მფლობელობაში შესაბამისი დოკუმენტაცია ყოველწლიური შემოსავლების აღრიცხვების შესახებ, ასევე დოკუმენტები, რომლითაც დასტურდებდა წლების განმავლობაში მისი კანონიერად ყოფნა ქვეყანაში.

ამ დოკუმენტების გარდა, დაინტერესებული პირი უნდა გაითვალისწინოს, რომ ახალი კანონით [ν. 4387/2016] იცვლება პენსიის დაანგარიშების წესი. ეს იმას ნიშნავს, რომ პენსიის გაცემის ახალი წესი ამოქმედდება 2016 წლის 13 მაისის შემდეგ შეტანილ განცხადებებზე.

როდის ეძლევა დაინტერესებულ პირს პენსიის მოთხოვნის უფლება?
დაინტერესებულ პირს პენსიის მოთხოვნის უფლება აქვს, როდესაც მიაღწევს კანონით გათვაისწინებულ საპენსიო ასაკს და კანონიერად ცხოვრების შესაბამის წლების რაოდენობას. 2022 წლის პირველი იანვრიდან, საპენსიო ასაკი განისაზღვრება 62 წლიდან იმ პირებზე, რომლებსაც ჰქონდათ 40 წლის განმავლობაში დაზღვევა. მათთვის, ვინც 15 წელი სარგებლობდა დაზღვევით საპენსიო ასაკი განისაზღვრება 67 წლიდან. 
გამონაკლისი წესი არსებობს იმ პირებისთვის, რომლებიც მუშაობდნენ მძიმე სამსახურებში და იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც ყავთ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე შვილები. აღნიშნული პირები სარგებლობენ გარკვეული სახის უპირატესობებით. საპენსიო თანხა იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც აქვს 40 წლიანი დაზღვევა არის 384 ევრო, ხოლო 15 წლიანი დაზღვევის მქონე პირებისთვის – 345 ევრო.
ყველა ზემოაღნიშნულ შემთხვევაში განაცხადი ივსება ელექტრონულად, საჭირო დოკუმენტაცია წარდგენილი უნდა იქნეს დაინტერესებული პირის მიერ შესაბამის ფილიალში საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

თუ მინიმუმ 15 წელია რაც ლეგალურად ცხოვრობთ საბერძნეთში და გსურთ (ან სურს თქვენს ახლობელს) დახმარება რათა პენსია დაგენიშნოთ საბერძნეთში, საადვოკატო ბიურო advalaw-ს დახმარების გაწევა შეუძლია! შეავსეთ აღნიშნული ფორმა და ისინი დაგიკავშირდებიან:

    საკონტაქტო მონაცემები
    მისამართი: სოფოკლეუს 7-9, პლატია კოძიას გვერდით (ომონიიდან, ფეხით 3 წუთია საჭირო რომ მიხვიდეთ)
    სამუშაო დღეები: ორშაბათიდან პარასკევამდე. დილის 9-დან საღამოს 5-მდე
    ტელეფონი: 211-1054100