fbpx
კრიმინალისაბერძნეთი

პატმოსი: მაღაზიის მფლობელმა საგადასახადო სამსახურის ოფიცერი სცემა

კუნძულ პატმოსზე, ადგილობრივი მაღაზიის მფლობელმა საგადასახადო სამსახურის ოფიცერი, აუდიტის ჩატარებისას სცემა. ინციდენტის შემდეგ, საჭირო გახდა ორი მინისტრის ჩარევა, რათა დამნაშავე დაეკავებინათ.

კუნძულზე საბერძნეთის ფინანსთა მინისტრის მიერ გაგზავნილი სამი ოფიცერი ჩავიდა. მათი დავალება ტურისტულ ადგილებში შემოწმების წარმოება იყო.

ტელეკომპანია ANT1-ის ინფორმაციით, სამი ოფიცერი ქუჩაში მიდიოდა, მათ მაღაზიის მფლობელი წამოეწია და ჰკითხა, საგადასახადო სამსახურიდან იყვნენ თუ არა. მას შემდეგ, რაც ერთ-ერთმა მათგანმა დადებითი პასუხი გასცა, მამაკაცმა თავში და სახეში ცემა დაუწყო.

ინციდენტი შაბათს ღამით, პოლიციის შენობასთან ახლოს მოხდა და როგორც ცნობილია, ამას პოლიციელებიც ადევნებდნენ თვალყურს, მაგრამ არაფერი მოიმოქმედეს.

როდესაც ოფიცრებმა პოლიციას მიმართეს და დამნაშავის დაპატიმრება მოითხოვეს, მათ განაცხადეს, რომ ინციდენტი იმ მოხდა ტერიტორიაზე, სადაც მსგავს შემთხვევებზე პასუხისმგებელია სანაპირო დაცვა და არა პოლიცია.

ერთი საათის მანძილზე სანაპირო დაცვა და პოლიცია აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ერთმანეთს ედავებოდა, მანამდე, სანამ აუდიტის წარმომადგენლებს მოთმინება არ ამოეწურათ და ათენში თავიანთ ზედამხედველს არ მიმართეს.

აუდიტის ხელმძღვანელისა და მინისტრების ჩარევის შედეგად დამნაშავე დააპატიმრეს. აღმოჩნდა, რომ თავდამსხმელი კუნძულზე რამდენიმე მაღაზიის მეპატრონეა.

ნაცემმა ოფიცერმა პირველადი დახმარება პატმოსის ჯანმრთელობის ცენტრში მიიღო. თუმცა, გამომდინარე იქიდან, რომ მას საშინელი ტკვილები არ უყუჩდებოდა, დამატებითი შემოწმებისთის როდოსზე გააგზავნეს.

onalem

ტესტ