fbpx
საზოგადოება

პატისიონი, გალაცი, ფსიხიკო, ხალანდრი – სად შეიქმნა პრობლემები ძლიერი წვიმის გამო?!

გუშინდელის მსგავსად, ატიკის ცა დღეს, შუადღის 13:00 საათის შემდეგ ღრუბლებით დაიფარა. ბერძნული მედიის ინფორმაციით, პატისიონის გამზირი მდინარედ იქცა. სახანძრო ბრიგადები წყლის ამოტუმბვასთან დაკავშირებულ თხოვნებს იღებდნენ შემდეგი ტერიტორიებიდან: ნეა ფილადელფია, ფსიხიკო, გალაცი, ხალანდრი, ფილოთეი და ათენის ცენტრალური უბნებიდან.

დღეს, კვირას, ამინდის გაუარესება მთელი დღის მანძილზე მოსალოდნელია ცენტრალური და აღმოსავლეთ მაკედონიის, თრაკის, ჩრდილოეთ ეგეოსის და სპორადესის ტერიტორიებზე.

წვიმა შენარჩუნდება სამშაბათამდე ქვეყნის ძირითად ტერიტორიაზე, მაკედონიაში, დასავლეთ და ცენტრალურ სტერეაში და პელოპონისოში.

იხილეთ ვიდეო:

onalem

ტესტ